Join the thousands of Tor supporters building an internet powered by privacy. Make a donation today.
Through December 31, your gift will be matched 1:1, up to $300,000!
Tor თითოეულ საიტს, რომელთაც ეწვევით, მიჯნავს ერთმანეთისგან, შედეგად გვერდის მეთვალყურე ნაწილები და რეკლამები ვერ შეძლებს თქვენს მოქმედებებზე თვალის მიდევნებას. საიტის ყველა მონაცემი იშლება პროგრამის დახურვისთანავე. აგრეთვე სუფთავდება მონახულებული გვერდების ისტორიაც.
Tor-ბრაუზერი არ აძლევს სხვებს საშუალებას, თვალი ადევნონ თქვენს კავშირებს და დაადგინონ, რომელ საიტებს ეწვევით. ყველას, ვისაც თქვენი ქსელის ზედამხედველობის შესაძლებლობა აქვს, მხოლოდ იმის ნახვა შეეძლება, რომ იყენებთ Tor-ს.
Tor-ბრაუზერი უზრუნველყოფს, რომ ყველა მომხმარებელი გამოიყურებოდეს ერთნაირად და შეუძლებელი იყოს მათი ერთმანეთისგან გამორჩევა პროგრამის ან მოწყობილობის მონაცემების მეშვეობით.
თქვენი მიმოცვლილი მონაცემები გადაიცემა და იშიფრება სამი წერტილის გავლით Tor-ქსელში. Tor-ქსელი კი შედგება ათასობით მოხალისის მიერ გაშვებული შუამავლებისგან, რომელთაც Tor-გადამცემებს უწოდებენ.
Tor-ბრაუზერის დახმარებით შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა ნებისმიერ საიტზე, რომელიც შესაძლოა თქვენი ქსელიდან შეზღუდული იყოს.
We believe everyone should be able to explore the internet with privacy. We are the Tor Project, a 501(c)(3) US nonprofit. We advance human rights and defend your privacy online through free software and open networks. Meet our team.